სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N3 სკოლის მე-4 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
31-10-2025
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ორი მნიშვნელოვანი თარიღის - დედაენის შემქმნელის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისა და მასწავლებლის ეროვნული დღის - აღსანიშნავად მოეწყო.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი წიგნიერების გავრცელებაში და მადლიერება გამოხატეს იმ საგანძურისთვის, რაც ქართველ ერს დაგვიტოვა

„ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სითბო და სიხარული სუფევდა! მე-4 კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მადლიერებით მოგვიძღვნეს თბილი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მასწავლებლის ეროვნულ დღეს და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 

პატარა მსახიობებმა გულწრფელი სიტყვებით გაგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია მასწავლებლის შრომა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული განათლების საქმეში. მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი დააჯილდოვეს ყველაზე ფასეული საჩუქრით, სიგელით, რომელიც თვითონვე შექმნეს. მადლობა პატარებო. ვულოცავთ ყველა მასწავლებელს ამ მნიშვნელოვან დღეს! მადლობა ჩვენს საოცარ მეოთხეკლასელებს და მათ პედაგოგს თიკუნა დიასამიძე ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება