სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვალითის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
21-03-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და დაარსების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს, სადაც საინტერესო ინფორმაციები გააჟღერეს. მათ ასევე ფერადი ქაღალდებისგან სიმბოლური წინდები გამოჭრეს და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები განახორციელეს.

„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! ღიმილა და ღუნღულა ადამიანების დღე! ისევე როგორც ყველა ბავშვი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც გამოირჩევიან თავიანთი ინდივიდუალური გარეგნობით, ტემპერამენტითა და გონებრივი უნარებით. საოცრად ამაღელვებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ვითარდებიან ისინი დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ მოზრდილებად. მოზრდილებად, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სურთ!“, - ამბობენ სკოლაში.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამსხვრიეს სტერეოტიტები და აღნიშნეს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდიან.

21 მარტი ეს დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომა აღნიშნავს თარიღს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას. აიმაღლე ცნობიერება, ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის. არავინ დატოვო მიღმა“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება