სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში თემაზე - „ლტოლვილები და მიგრანტები“, საინფორმაციო შეხვედრა და კინოჩვენება გაიმართა 
21-03-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა და კინოჩვენება მოეწყო. 

შეხვედრა შეეხებოდა თემას - „ლტოლვილები და მიგრანტები“. შეხვედრის დასაწყისში, მოსწავლეებმა ტერმინები: ლტოლვილი და მიგრანტი, განმარტეს და ერთმანეთისაგან გამიჯნეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს საგაკვეთილო თემაზე მომზადებული მოკლე ჩანახატები, ქართულ და სომხურ ენაზე, მოიძიეს და გააცნეს მსმენელს საინტერესო ინფორმაციები, მსოფლიოში და საქართველოში არსებული ლტოლვილი ადამიანების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ, ასევე, მოსწავლეებმა წაიკითხეს გუტილა სერჯიოს ლექსი - „ეს რომ შენი შვილი იყოს“ და ბოლოს ყველამ ერთად ნახეს ქართული მხატვრული ფილმი - „ფესვები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეები გახდნენ მეტად ტოლერანტები და გაუღვივდეთ ემპათიის გრძნობა. ასევე, შეძლონ იმ პრობლემების დანახვა, რომელსაც ლტოლვილი ან მიგრანტი ადამიანი გადის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა, ქართულის, როგორც მეორე ენის ორი მასწავლებელი, მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და სკოლის დირექტორი.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება