| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „გვირილები“.
ამჟამად, უფროსკლასელებით დაკომპლექტებული კლუბი - „გვირილები“, მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის მიზანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ. კლუბის ჩართულობასა და საქმიანობას ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელი ნატი ფრუიძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქმიანობას და ცდილობს, მოსწავლეებთან ერთად, კონკურსის ფარგლებში მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებული აქტივობები ჩაატაროს.
კონკურსის ფარგლებში, კლუბის წევრებმა არაერთი საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს, რომლებიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-13 მიზანს - კლიმატის მდგრადობის მიღწევას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას