სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
21-03-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგ სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე - „ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი“ მოსწავლეებმა ქართველი პოეტების ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. მათ ასევე დამსწრე საზოგადოებას ადამიანის ცხოვრებაში პოეზიის მნიშვნელობის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს დღე  1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება