სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 სკოლის ინგლისური ენის მენტორი პედაგოგი ნინო კალანდია საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობისთვის 12 მასწავლებელს შორის შეირჩა
20-03-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწალვიან. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი მასწავლებლები მოსწავლეებს დიდი მონდომებით უზიარებენ.

მათ შორისაა სკოლის ინგლისური ენის მენტორი პედაგოგი ნინო კალანდია. რომელმაც თავის სამიანობაში მორიგ წარმატებას მიაღწია.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით, ინგლისური ენის 12 მასწავლებელი შეარჩია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის გახლდათ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ნინო კალანდია.  

როგორც გვიყვებიან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2022 წლიდან თანამშრომლობს Texas A& M უნივერსიტეტთან და წარმატებით ახორციელებს პროექტს: საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადების (TESOL) პროგრამას.

„3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მიიღეს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატი.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის მრჩეველი, ალექს დენიელსი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, ონლაინ - ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი და პროფესორი მეთიუ იტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი; გრუნის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები; TESOL პროგრამის მონაწილე სკოლების პედაგოგები რეგიონებიდან.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ 2024 წლის 29 თებერვალს (TESOL პროგრამის მიხედვით) ჩაატარა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის პარტნიორი სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები და დირექტორები, ასევე, ტეხას ა&მ უნივერსიტეტის TESOL პროგრამის კურსდამთავრებულები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან, სულ 100-მდე მონაწილე, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.

კონფერენცია გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჭარაიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.

სამუშაო სესიებზე, რომელსაც ფულბრაითის პროგრამის ენის ექსპერტები: მაიკ მენსფილდი, პოლ ტუკი და კაილა მაკმილანი უძღვებოდნენ, განიხილეს შემდეგი თემები: გაკვეთილების ეფექტური დაგეგმვის მიდგომები, საუბრის უნარების გაუმჯობესება, სტუდენტების მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა ხელშეწყობა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფასო სწავლების რესურსების გაზიარება.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე.

აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგებს ვადა ერთი თვე აქვთ - დეტალური ინფორმაცია NAEC აქვეყნებს

31 დეკემბერს თითქმის ყველა რეგიონში მოთოვს - როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში

„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“ - განაცხადა მარიამ ლაშხმა

საგანმანათლებლო სიახლეების ქრონიკები და Etaloni.ge-ს დიდი ოჯახის განვლილი, 2025 წელი 

სემესტრული შეფასების დადასტურება და მოხსნა - ინფორმაცია პედაგოგებისა და დირექტორებისთვის 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დაწყებითი კლასების მოსწავლეები მოახლოებულ ახალ წელს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ხვდებიან

მოსწავლეებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ

„ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიება სითბოთი, სიხარულითა და ბავშვების ღიმილით გაიმართა“

ღონისძიება გამორჩეული იყო ლამაზი სასცენო ნომრებით

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ქრისტეშობის და ახალ წლის შესახებ

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება