| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი და დაწყებითების მასწავლებელი ნათია კაპანაძე თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მოტივაციიცის ამაღლება. სწორედ ამიტომ, მათთვის შექებას არ იშურებს და ყოველთვის ახსენებს, რომ თუ მოინდომებენ ყველაფერს აუცილებლად შეძლებენ. დირექტორს არ უჭირს მოსწავლეთა თვალით მოვლენების შეფასება, სწორედ ამიტომ, ბავშვებთან ურთიერთობისას ეს თვისება მეტად ეხმარება. ხელმძღვანელი მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავს და სასწავლო პროცესში ხშირად მიმართავს ფრაზას: „მე ვიცი, რომ შენ იცი, შეგიძლია, აბა დაფიქრდი და მიხვდები, შეძლებ, დაწერ“.
დირექტორი და დაწყებითების მასწავლებელი ნათია კაპანაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მასწავლებელი უნდა იყოს საკუთარი თავის კარგად შემფასებელი (ობიექტური), მოსწავლის თვალით შეეძლოს დაინახოს სამყარო (ემპათიური), თვითგანვითარებაზე ორიენტირებული (თვითრეალიზირებული).
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- საუკეთესო გაკვეთილს საუკეთესო შედეგით, კმაყოფილ, ბედნიერ მასწავლებელს, მოსწავლეს მშობელს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მე ვიცი, რომ შენ იცი, შეგიძლია, აბა დაფიქრდი და მიხვდები, შეძლებ, დაწერ...
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ავირჩევდი მასწავლებლობას ისევ.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ალბათ, იტყვიან, რომ თბილი, მზრუნველი მასწავლებელი ვარ, თუმცა მომთხოვნი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- როდესაც ვხვდები, რა აქტივობას შეასრულებს ხალისით მოსწავლე და ვხედავ, ვიღებ შესაბამისად საუკეთესო შედეგს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას