სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭოგნარის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
20-03-2024
-
+


ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, გამორჩეული და დასამახსოვრებელი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 65-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც „პოეტების მეფის“ ხსოვნას მიეძღვნა. მას მასწავლებლები - მაია ლორია და თამუნა ქორიძე ხელმძღვანელობდნენ.

გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება ვიდეოების სახით გაშუქდა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ნახეს ფილმი გალაკტიონზე, რამაც შესაძლებლობა მისცათ თვალი გადაევლოთ პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ვიდეოჩვენება, რომელშიც ნაჩვენები იყო გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი ჭყვიშში. მოსწავლეები გაეცვნენ მის სოფელს, ეზოსა და სახლ-კარს. ასევე, მოისმინეს პოეზიის მეფის წაკითხული ლექსები და მსახიობების მიერ წარმოთქმული - „თოვლი“, „მთაწმინდის მთვარე“, „ატმის რტოო“, მესაფლავე“, მატარებელი“.

„65 წელი გავიდა,რაც ტრაგიკულად აღესრულა დიდებული მგოსანი -„პოეზიის მეფე“. მიუხედავად ამისა, მის სახელს კვლავ ადგას დიდების შარავანდედი და კვლავაც აღიარებენ „პოეზიის მეფედ“.
გალაკტიონ ტაბიძემ საოცარი ჰარმონია და ტკბილხმოვანება შესძინა ქართულ პოეზიას... მარადიულია მისი დიდება. „ხელოვნება თავად უკვდავებააო“,- ამბობს გამსახურდია და გალაკტიონ ტაბიძის დიდების მარადიულობაც ამას ღაღადებს...
გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შექმნილმა სიმღერებმა დაატკბო მსმენელთა გულები. საღამო დასრულდა სიმღერით - „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება