სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოღის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
20-03-2024
-
+


აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი შემეცნებითი სახის ღონისძიება ჩატარდა.         

გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მასწავლებლები: მაია ლორია და თამუნა ქორიძე ხელმძღვანელობდნენ.

„ 65 წელი გავიდა, რაც ტრაგიკულად აღესრულა დიდებული მგოსანი - „პოეზიის მეფე“, მიუხედავად ამისა, მის სახელს კვლავ ადგას დიდების შარავანდედი და კვლავაც აღიარებენ „პოეზიის მეფედ. გალაკტიონ ტაბიძემ საოცარი ჰარმონია და ტკბილხმოვანება შესძინა ქართულ პოეზიას... მარადიულია მისი დიდება. „ხელოვნება თავად უკვდავებააო“ - ამბობს რუსთაველი და გალაკტიონ ტაბიძის დიდების მარადიულობაც ამას ღაღადებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. 

ვიდეორგოლების საშუალებით გაშუქდა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება.

მოსწავლეებმა გალაკტიონის შესახებ ფილმი ნახეს, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა თვალი გადაევლოთ პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედებისთვის. ღონისძიებაზე წარდგენილ ვიდეოში ასევე ასახული იყო გალაკტიონის სახლ-მუზეუმი ჭყვიშში. მოსწავლეები გაეცნენ აკაკის სოფელს, მის ეზოსა და სახლ-კარს.

ბავშვებმა მოისმინეს „პოეზიის მეფის“ წაკითხული ლექსები. მსახიობების წარმოთქმული „თოვლი“ - „მთაწმინდის მთვარე“ - „ატმის რტოო“ - „მესაფლავე“ - „მატარებელი“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შექმნილმა სიმღერებმა დაატკბო მსმენელთა გულები. საღამო დასრულდა სიმღერით - „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან ემოციური, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება