სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასკოლო კვების მნიშვნელობა საქართველოში“ - გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა
20-03-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სასკოლო კვების კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: „სასკოლო კვების მნიშვნელობა საქართველოში“ ჩატარდა.

კონფერენციაში ოთხი საჯარო სკოლის (გუმბათის, სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლა, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა და სოფელ რეხის საჯარო სკოლა) მოსწავლეები და მასწავლებლებბი მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ჩაატარეს ინტერვიუები, მოიძიეს ინფორმაცია, გაეცნენ სასკოლო კვების მიმართულების სხვადასხვა წყაროს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს შემდეგი თემები: სასკოლო კვება სომხეთში, სასკოლო კვება ევროპული ქვეყნების მაგალითზე, ჯანსაღი კვების მნიშვნელობა სკოლის მოსწავლეებისთვის.

კონფერენციის ბოლოს მოსწავლეებმა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერები. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მოსწავლეების ჯანსაღი საკვებით გამასპინძლებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება