| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
„დედაზე თქმული... და მაინც, ვერ თქმული“... ნეტავ, რა უნდა თქვა დედაზე ისეთი, რომელიც ბოლომდე შეძლებს ამოწუროს ეს თემა. ალბათ ვერასდროს ვერ იტყვი ბოლომდე სათქმელს“-,აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში და დასძენენ, რომ მიუხედავად ამისა მაინც, სკოლის VIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლოლა ტოფაძე) მოწიწებით თავს ხრიან დედების, ქალების, ახალგაზრდების წინაშე და შეეცადნენ ლექსით, სიმღერით და სიტყვით ეთქვათ დედებისთვის თავიანთი სათქმელი. ყველაფერი ეს კი ორიგინალურად ჩაფიქრებული მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის საშუალებით მოახერხეს (რეჟისორი -ლალი კუბლაშვილი).
მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აქტივობაში და ამ ლამაზი დღით კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ქალბატონებს.
ღონისძიების დასასრულს კიდევ ერთხელ გაიელვეს სიტყვებმა - „დედაზე თქმული... და მაინც, ვერ თქმული!“
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა