| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, სკოლის IIბ კლასის მოსწავლეები კაფე „ძველ ტყიბულს“ ესტუმრნენ (დამრიგებელი - ლია ყურულოვი). მათი მიზანი იყო, პროფესიული რჩევებით მოემზადებინათ ყველა ასაკის ადამიანისათვის საყვარელი საჭმელი „პიცა“.
„პატარა „ხაბაზები“ მართლაც, რომ ლამაზი სანახავები იყვნენ. სრული ყურადღებით, მონდომებითა და მოტივაციით პიცის ცხობის მასტერკლასი შედგა. ქალბატონმა ლოლიტა ცქიფურიშვილმა ბავშვებს კვერცხის შეღებვის განსხვავებული მეთოდიც აჩვენა“,- გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მშობლები, მასწავლებელი და ოჯახის წევრები. ხელიდან-ხელში გადადიოდა ახალი პროცედურისთვის გამზადებული კვერცხები. ზოგი ზედმეტ „ფუჩეჩს“ აცლიდა, ზოგი რეცხავდა, ზოგი აფერადებდა, ზოგი ზეთს უსვამდა და აპრიალებდა. ყველა თავის საქმეს აკეთებდა ერთი საერთო საქმისთვის.
კლასის დამრიგებელი, ლია ყურულოვი მადლობას უხდის კაფე „ძველი ტყიბულის“ მთელ გუნდს ასეთი დახვედრის, გამასპინძლების, სითბოსა და სიყვარულისთვის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწავლება კეთებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის ხანგრძლივად შენარჩუნებას.
ეს დღე პატარებისათვის დაუვიწყარი იქნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა