სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ ბეზრდებათ მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა, რატომ იწყენენ?
27-04-2024
-
+


მოსწავლეები დღის დიდი ნაწილს სკოლაში ატარებენ, გაკვეთილებს ესწრებიან, პრეზენტაციებს მართავენ, ცოდნას იღრმაებენ და სხვადასხვა დისციპლინას ეუფლებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია და ხშირად, ამას კარად იაზრებენ, სკოლაში მაინც ბეზრდებათ და იწყენენ. 

ამ საკითხზე სასკოლო საზოგადოების წევრებიც ხშირად საუბრობენ. რატომ ბეზრდებათ მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა, რატომ იწყენენ? - ეს თემა მათი ინტერესის საგანია. ამიტომაც ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვუზიარებთ. თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ მოწყენა შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია.

რასაკვირველია, ეს საკითხი მოგვარებას საჭიროებს. ამისთვის, კი, პირველ რიგში, მოწყენის - უხასიათობის მიზეზის გაგებაა საჭირო. ამგვარი მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, მასწავლებლის მხრიდან, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მათთან ხშირად ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო. პედაგოგებს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივება შეუძლიათ. მათი მოწყენის მიზეზები კი შეიძლება შემდეგი იყოს:

გაკვეთილის თემა მათთვის საინტერესო არაა

სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი. როდესაც მოსწავლეები საინტერესოსა და აღმაფრთოვანებელს ვერაფერს პოულობენ იმაში, რასაც სწავლობენ, ენთუზიზმს კარგავენ და ერთი სული აქვთ გაკვეთილი როდის დამთავრდება. ამ დროს, მასწავლებლისთვის რთული ამოცანაა ისინი საგაკვეთილო პროცესში ჩართონ და კონკრეტული საკითხი შეასწავლონ. ზოგჯერ, გაკვეთილის თემა ყოველდღიური ცხოვრებიდან იმდენად დაშორებულად ეჩვენებათ, რომ ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ისწავლონ. ამ გამოწვევის მოგვარება მხოლოდ მრავალფეროვანი საგაკვეთილო გარემოს შექმნითაა შესაძლებელი.

მოსწავლეები სხვადასხვა საკითხის შესასწავლად მზადყოფნას არ გრძნობენ

კლასში ყოფნა მოსწავლეებს ხშირად ამ მიზეზის გამო ბეზრდებათ. ისინი მიიჩნევენ, რომ კონკრეტული თემის შესასწავლად მზაობა არ აქვთ და საკითხი მათთვის რთულია. ამ დროს, ბავშვები დემოტივირებულები არიან და ერთი სული აქვთ, ზარი როდის დაირეკება. ამან კი შეიძლება მათი ინტელექტუალური ზრდა შეაფერხოს და სრული პოტენციალის გამოვლენაში ხელი შეუშალოს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ განვითარების დონის შესაფერისი დავალებები შეასრულონ და წინ ნაბიჯ-ნაჯიბ წაიწიონ.

გაკვეთილი ზედმეტად მარტივია

დიახ, ეს ასეა. მათ კლასში ყოფნა მაშინაც ბეზრდებათ თუ გაკვეთილი ძალიან რთულია და მაშინაც, თუ ზემდმეტად მარტივია. ისინი გრძნობენ, რომ საკითხი იციან, დიდი დროის დაკარგა აღარ უნდათ და მიაჩნიათ, რომ ძალიან მალე აითვისებენ. ამ დროს, რასაკვირველია, ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. პედაგოგს შეუძლია, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა მიდგომა, აქტივობა თუ ღონისძიება შესთავაზოს. კარგი იქნება, თუ სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი გახდება. გარდა ამისა, გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული რესურსების დამზადება მოსწვალეებს თავადაც შეუძლიათ - ეს დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება.

სტიმული არ აქვთ 

ზოგჯერ, სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა წახალისება ყველაზე აუცილებელი კომპონენტია. სტიმულის ნაკლებობა მათ მოწყენისკენ უბიძგებს, ისინი დემოტივირებულები ხდებიან. მასწავლებლის მხრიდან წასახლისება გადამწყვეტ როლს თამაშობს. ბავშვები გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად ერთვებიან, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უყალიბდებათ და საკუთარი მიზნებისკენ გაბედული ნაბიჯებით მიიწევენ.

ფსიქიკური ჯანმრთელობა 

ბოლო წლების განმავლობაში, მოსწავლეებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გავრცელება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა იმისა, რატომაც გაკვეთილების მიმდინარეობაში აქტიურად არ ერთვებიან. ეს საყურადღებო და საფრთხილო საკითხია. როდესაც მოსწავლეები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ გამოწვევებს ებრძვიან, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია ან სტრესი - ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ მოტივაციაზე. მეტიც, მათ ყურადღების მოკრებაც კი უჭირთ. ამ დროს მოსწავლეები თითქოს იზოლირებულები არიან და გარესამყაროსგან შორს დგანან. ასეთ შემთხვევებში პედაგოგმა ისეთი გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს, სადაც მოზარდები თავს უსაფრთხოდ, დაცულად იგრძნობენ და მზარდაჭერას იგრძნობენ.

მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მჭიდრო კონტაქტი არ აქვთ

სოციალიზაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე. აუცილებელია, რომ მოსწავლეს სასკოლო საზოგადოებასთან კონტაქტი ჰქონდეს. როდესაც ისინი თავს კლასის ნაწილად არ გრძნობენ, თითქოს, გარიყულები არიან. ეს კი, ბუნებრივია, მათ მოწყენასა და ხასიათის ხშირ ცვლილებებს იწვევს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება