სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებლებმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქციეს
31-10-2025
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგებმა პატარების სასწავლო შემართებაზე იზრუნეს და ბავშვებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ, ბავშვებს არაერთი შემეცნებითი, სახალისო თუ საზეიმო აქტივობა და სასწავლო რესურსი შესთავაზეს. 

საინტერესოა Iგ კლასის მოსწავლეთა პირველი ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში. პატარები პედაგოგ ნათია ბედინაშვილის ხელმძღვანელობით, სიხარულით დაეწაფნენ „დედა ენის“ სიტკბოებას. 

ბავშვები ინტერესით გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი შემოქმედებითად, ემოციურად წარიმართა. მოსწავლეებმა: უყურეს ანიმაციურ ფილმს - „ბომბორა“, დარწმუნდნენ: კითხვის სწავლა ყველა ბავშვს სჭირდება. ასევე წარმოადგინეს ინსცენირება, როგორ მიაგნო იაკობ გოგებაშვილმა ანბანის გასაღებს - იას, როგორც ცოდნის, განათლების სიმბოლოს.

ბოლოს კი, თითოეულმა პირველკლასელმა მშობელთა ჩართულობით შექმნა პატარა ხელნაწერი წიგნი, როგორც ანბანთან პირველი შეხვედრის სიმბოლო

ანბანეთში მოგზაურობა საინტერესოდ დაიწყეს Iბ კლასის მოსწავლეებმაც.

პედაგოგი ნინო ჩაჩუას დახმარებით, გაიგეს, როგორ შეიქმნა „დედა ენა“, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას, თავიანთი ტკბილი ხმით მოეფერნენ დიდებულ მამულიშვილს.

„ბურატინომ“ თავისი ოქროს გასაღებით კარი გაუხსნა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში და დაიწყო გზა დიდი და საინტერესო სასწავლო მოგზაურობისა. ბოლოს კი შექმნეს თავიანთი პირველი ხელნაწერი.

ზარ-ზეიმით შეხვდა ანბანის სწავლის დაწყებას Iა კლასი, პედაგოგ ბელა ჯანგავაძის ხელმძღვანელობით.

„დედა ენის“ ზეიმი ასე ეწოდა საზეიმო გაკვეთილს, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

„... ბავშვის ყოველ აზრს, წარმოდგენას, გრძნობას და სულის მოძრაობას მხოლოდ დედა-ენა ჰხატავს სინამდვილით და სისრულით“,-იაკობ გოგებაშვილის ეს სიტყვები ნათლად ასახავს დედაენის მნიშვნელობას

ქართული ენის ოქროს სკივრი სწორედ იაკობის „აი ია“-თი გააღო სკოლის Iა კლასმა. ბავშვებმა საზეიმო გაკვეთილით შეაბიჯეს ანბანეთის ტკბილ ზღაპარში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება