| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა პედაგოგ არმინე წარუკიანთან ერთად მოამზადეს ლაბორატორიაში მუშაობისას გასათვალისწინებელი გამაფრთხილებელი ნიშნები. ასევე მოიფიქრეს ფერადი თხევადი ნივთიერებები და მიაწებეს ეს ნიშნები ამ ნივთიერებებზე.
ისინი დააკვირდნენ, რომ ზოგიერთი თხევადი ნივთიერება სუნით განსხვავდებოდა, ზოგი კი ფერით ან სიმკვრივით. ბავშვებმა ისაუბრეს, რატომ არის მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა და რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას.
გაკვეთილის ბოლოს თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი „უსაფრთხოების ბოთლი“ და აუხსნა სხვებს, რა მნიშვნელობა ჰქონდა მასზე დატანილ ნიშანს. ასე ბავშვებმა უკეთ გაიგეს, როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ ლაბორატორიაში.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა