| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესოდ აღნიშნეს.
დიდი პედაგოგისა და მწერლის საიუბილეო თარიღს სიმბოლურად დაემთხვა საანბანო პერიოდის დაწყებაც. ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის სიტკბოებას ხალისით დაეწაფნენ, პედაგოგი კი პატარებს ამ საგანძურის შემქმნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა. აღნიშნა მისი როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში.
ბავშვებმა დედაენაში პირველი ასო-ბგერები - „აი ია“ ამოიკითხეს და პირობა დადეს, რომ ანბანს დიდი სიყვარულით ისწავლიან.
„წარმატებულ მოგზაურობას ვუსურვებთ ჩვენს პატარებს ანბანის სამყაროში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა