სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მარტო ქართულს კი არა, სიყვარულს ასწავლიდა... თავად იყო სიყვარულითა და სითბოთი სავსე“ - კურსების საჯარო სკოლა პედაგოგ დარეჯან სირბილაძეს ემშვიდობება
19-03-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა პედაგოგ დარეჯან სირბილაძეს გლოვობს.

დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. 

სკოლის დირექტორი თამარ ზარნაძე პედაგოგს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებს და მის ღვაწლსა და ამაგს აღნიშნავს. 

„ათწლეულები ემსახურა საყვარელ საქმეს, არაერთი თაობა აღზარდა კურსების საჯარო სკოლის კედლებში მარტო ქართულს კი არა, სიყვარულს ასწავლიდა... თავად იყო სიყვარულითა და სითბოთი სავსე!!! ადამიანობის საზომი იყო. სხვანაირად აღიქვამდა სამყაროს სილამაზეს, ბუნების პეიზაჟებში ფიქრებით ჩაიკარგებოდა და თან გაგიყოლებდა...

უსასრულოდ შეგვიძლია ვწეროთ ჩვენს კოლეგაზე,.. დიდ მეგობარზე... რომელიც იმიერში გადასახლდა და თან წაიღო თავისივე დათესილი სითბო და სიყვარული ყოფილი კოლეგების, მეგობრების, მოსწავლეებისაგან...

"სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს,

მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი-“ო.

დიახ, უბედურების ზარმა ჩამოჰკრა იმათთვის ვინც იცნობდა ქალბატონ დარეჯანს!...

.....სსიპ კურსების საჯარო სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მოსწავლეებს დარეჯან სირბილაძის გარდაცვალების გამო!!!“- ვკითხულობთ დირექტორის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება