TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორია სკოლების დაფინანსების მოდელი უცხოეთში და როგორ ნაწილდება თანხა
18-03-2024
-
+


სხვადასხვა ქვეყანა აერთიანებს კრიტერიუმებს, რომლებიც ხელს უწყობს სკოლებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოსწავლისთვის. სახელმწიფო აუდიტის სმასახურს განხილული აქვს ის პრინციპები რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლების დაფინასნება ხდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ უწყების განმარტებით, საქართველოში სკოლების ვაუჩერული სისტემის მოდელი გადასახედია

ბელგია; ესტონეთი; პოლონეთი; სლოვაკეთი -  კრიტერიუმები დაკავშირებულია ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა, სკოლის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსწავლეთა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, სოციალური თუ ეკონომიკური ფონი და თითოეულ მოსწავლემდე დასული მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს დამატებით საჭიროებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 ფედერალური დაფინანსება ყველაზე ხშირად გამოიყოფა კონკრეტული პროგრამის ან მოსწავლის საჭიროებების მხარდასაჭერად. იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელ ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს საჭიროებებზე დაფუძნებული ფორმულა, გამოყოფენ ოთხ ძირითად კომპონენტს, რომლებიც წარმოადგენს ფორმულის ფუნდამენტს.

თითოეული კომპონენტი ეხება სკოლებისთვის სახსრების გამოყოფის ძირითად მიზანს:

•     ძირითადი განაწილება: აღნიშნული დაფინანსება შეიძლება გამოიყოს მოსწავლეზე ან კლასზე; თუ ერთეული არის კლასი, მაშინ ფორმულა მოიცავს კრიტერიუმს კლასის მაქსიმალური დასაშვები ზომის შესაბამისად;

•     სასწავლო გეგმის გაუმჯობესება: ეს კომპონენტი არეგულირებს კონკრეტული საგანმანათლებლო პროფილის უზრუნველყოფის ხარჯებს და ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ სკოლებსა და მოსწავლეებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სპეციალიზებული
კურიკულუმის შეთავაზება, როგორებიცაა, ხელოვნება, სპორტი ან სხვადასხვა პროფესიულ სფეროებზე ფოკუსირება;

•     დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის რესურსების განაწილება: აღნიშნული მიზნად ისახავს სტუდენტის სხვადასხვა მახასიათებლის ადაპტირებას, რაც საჭიროებს დამატებით რესურსს, საჭირო სასწავლო გეგმის ერთნაირი
დონის უზრუნველსაყოფად;

•     სკოლის ობიექტთან/ადგილთან დაკავშირებული სპეციფიკური საჭიროებებისათვის: სკოლები, რომლებიც მდებარეობს გარეუბნებში, საგრძნობლად პატარა ზომის კლასებით. სკოლები მაღალი ხარჯებით (დაკავშირებულია ადგილობრივ ეკონომიკურ ფაქტორებთან და/ან სპეციალიზებული აღჭურვილობის საჭიროებებთან). სკოლის ზომა არის ერთეულის ღირებულების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ფიქსირებული ხარჯები (მაგალითად, სკოლის პერსონალი, შენობა, საგნების შერჩევა) არ მცირდება მოსწავლეების რაოდენობასთან ერთად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება