სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება 
15-03-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხილობთ.

„„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 – 450 000 ლარს და დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობის გაორმაგება.

მოგეხსენებათ, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტთათვის სპეციალური საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებამდე გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.

„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის, გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს. სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება