სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სწორია მინისტრის გადაწყვეტილება - დირექტორს სწავლების გამოცდილება უნდა ჰქონდეს“... - გამოცდამდე პლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრობენ
10-03-2024
-
+


დღეს, 10 მარტს, დირექტორობის მსურველთა ტესტირება ტარდება. ცნობილია, რომ კანდიდატები დაახლოებით 1200-მდე სკოლისთვის უნდა შეირჩნენ, აპლიკანტებს კი 5 საათი აქვთ გამოცდისთვის გამოყოფილი.

etaloni.ge საგამოცდო ცენტრთან რამდენიმე მათგანს გაესაუბრა. როგორია განწყობა გამოცდამდე - გთავაზობთ კომენტარებს:

„პირველად გავდივარ გამოცდაზე, შარშან დავრეგისტრირდი, მაგრამ ვერ მოვახერხე გასვლა. ვღელავ, თუმცა დადებითი მოლოდინი მაქვს, ვფიქრობ, რთული იქნება, მაგრამ მინდა ვცადო. მარნეულიდან ვარ და მთავარი გამოწვევა ქართული ენის კარგად ცოდნაა, ქართულს ვასწავლი სკოლაშიც...

ახალ ცვლილებებს რაც შეეხება, პატივს ვცემ მინისტრის გადაწყვეტილებას. 13 წელია საქმის მწარმოებელი და მასწავლებელი ვარ სკოლაში და ახლა მინდა დირექტორობა ვცადო",- ამბობს აიდა ალახვედევა. 

ერთ-ერთმა აპლიკანტმა კი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილება სწორი იყო და დირექტორობის მსურველებს უდავოდ უნდა ჰქონდეთ სწავლების გამოცდილება:

„გამოცდაზე პირველად გავდივარ, პროფესიით ქართულის ფილოლოგი, 8 წელია ვმუშაობ პროფესიით... სიმართლე გითხრათ, ველოდი, ტესტირება ზაფხულში იქნებოდა... ზოგადად, კარგია რომ ტარდება ეს გამოცდები, ვფიქრობ, დირექტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. მინისტრმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აპლიკანტს სწავლების გამოცდილება აუცილებლად უნდა გააჩნდეს, ვფიქრობ, სხვა პროფესიის ადამიანი ამ საქმეს ვერ გააკეთებს“,- განაცხადა აპლიკანტმა. 

„ვღელავ, თუმცა ჩემი დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის იმედი მაქვს. ვემზადებოდი გამოცდისთვის. მგონია, რომ ეს გამოცდა ყველა დირექტორს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. ვინც პროფესიონალია, მას არც გაუჭირდება",- აღნიშნა დირექტორობის კიდევ ერთმა მსურველმა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება