| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიება რომელიც დედისა და ქალთა დღეების მიეძღვნა, საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, ეს ყველაფერი კი ხალისით შეასრულეს.
ღონისძიება ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომელთაც შვილებმა სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დღესასწაულები მიულოცეს სკოლის დირექტორმა - არჩილ სადუნაშვილმა და დირექტორის მოადგილემ - ირინა კაბულაშვილმა.
სკოლაში ამ ლამაზი დღისთვის მადლობას უხდიან დაწყებითი კლასის პედაგოგებს - მზია ჯავახიშვილს, ქეთინო გეგელაშვილს, შორენა საბანაძეს, ნანა კარელიძეს, ეთერ ქიტიაშვილს, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას