სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზანის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა
07-03-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

სკოლაში მოეწყო​ მესამეკლასელთა ლექცია-სემინარი, სადაც ბავშვები 8 მარტთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და წაიკითხეს დედებზე გამოჩენილი პოეტების ლექსები.

ბავშვებმა ასევე, ყვავილები მიართვეს დედებს და მასწავლებლებს, კლასის დამრიგებელს კი სამახსოვრო სუვენირი გადასცეს, რითიც ისინი ძალიან გაახარეს.

ღონისძიების დასასრულს კი მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

ზეიმში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: თენგო ახალაია, ალექსი ლემონჯავა, ბარბარე ნაჭყებია, ანრი ნაჭყებია, ანასტასია გოლობიანი, არჩილი ბოჯგუა, ალექსი ლემონჯავა, ნოდიკო მირგატია, ნინი ადამია, ანი ზარანდია და ლაზარე ჯომიდავა.

მთელი სასკოლო საზოგადოება, დირექცია და სკოლის დირექტორი რომან კვაშილავა მოსწავლეთა სახელით ყველას ულოცავენ 8 მარტს.

იხილეთ პრეზენტაციის ბმული


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება