| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ.
ახლახან ვახტანგ ახობაძე პარამკლავჭიდში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა.
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვახტანგ ახობაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი პარამკლავჭიდელი მიმდინარე წლის მაისში ასევე მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონიც. ქართველმა სპორტსმენმა წარმატებულად იასპარეზა მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 125 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 61 ოქრო იყო
ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ვახტანგ ახობაძეს ყოველთვის გულმუხურვალედ გულშემატკივრობენ, ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით, ულოცავენ მას წარმატებას და კიდევ არაერთი მწვერვალის დაპყრობას უსურვებენ.
„როდესაც შრომა და მიზანსწრაფვა მსოფლიო აღიარებამდე მიგიყვანს!
სიხარულით გაცნობებთ, რომ N32 სკოლის აღზრდილი პარამკლავჭიდში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა!
ვახტანგ ახობაძეს ვუსურვებთ, რომ კიდევ ბევრჯერ აჟღერდეს საქართველოს ჰიმნი მსოფლიო არენებზე და უამრავი ახალი ჩემპიონატის მწვერვალი დაიკავოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას