| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში ჩატარდა ძალზედ საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი საშეიმოდგომო სურნელი დაატრიალა.
ფერადი ფოთლების შრიალმა, შემოდგომის სურნელმა და ბავშვების ჟრიამულმა, განსაკუთრებული ხალისი შექმნა კლასში. მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და სიამაყით აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია წელიწადის ეს დრო საქართველოში.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს და ცოდნა და შესაძლელობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მადლობას უხდიან ყველას, ვისაც ამ ლამაზი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა, ჩვენს პატარა მონაწილეებს,მასწავლებლებსა და მშობლებს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას