სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგისტრაცია ყველა პედაგოგს შეუძლია - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს
15-11-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც eTwinning-ის პროგრამაში ჩართვითა და პლატფორმაზე რეგისტრაციით არიან დაინტერესებულნი.

მორიგი შეხვედრა ევროპული სკოლის მასწავლებლებისთვის გაიმართა, რომლის თემა იყო „ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) მუშაობა და eTwinning-ის პროექტების ინიცირება“.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობების, პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის გზების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა და წარმატებული პროექტების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.

eTwinning ევროპული სასკოლო თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას. პროგრამის ძირითადი სამუშაო სივრცე - European School Education Platform (ESEP) - 27 ენაზე, მათ შორის ქართულად, ფუნქციონირებს.

საქართველოში eTwinning-ის პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით უკვე 12 წელია ხორციელდება. ამჟამად პლატფორმაზე საქართველოდან 6000-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელებულია 7000-მდე პროექტი, რომელთაგან 1700-ზე მეტს ევროპის ხარისხის ნიშანი (EQL) აქვს მინიჭებული.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება