სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულებზე მაქსიმალური ქულებისთვის აბიტურიენტებს 1000-დან 3000 ლარამდე გადაუხდიან - მუნიციპალური ბიუჯეტი
14-11-2026
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს, რომლებიც ერთ-ერთ საგანში მაინც მაქსიმალურ ქულას მიიღებენ, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ  - აღნიშნულის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ

ცვლილების თანახმად, წარმატებული ახალგაზრდის სტატუსი მიენიჭებათ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ოლიმპიადებსა და კულტურულ-შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ კონკურსებში მთავარი პრიზის ან ტიტულის მატარებლები გახდებიან. 

რა თანხას მიიღებენ მაქსიმალური ქულის მქონე აბიტურიენტები?

დადგენილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანში მაქსიმალური ქულის მიღებისთვის ახალგაზრდას 1000 ლარი გადაეცემა.

შესაბამისად, მაგალითად, თუ აბიტურიენტი მაქსიმალურ ქულას ორ საგანში მოიპოვებს, მისი ჯილდო 2000 ლარი იქნება, სამ საგანში კი – 3000 ლარი.

ფულადი ჯილდოს მისაღებად წარმატებულმა ახალგაზრდამ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

  • წერილობითი განცხადება;

  • პირადობის მოწმობის ასლი;

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამის საგანში მაქსიმალური ქულის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პროგრამა კვლავ ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და კულტურულ-შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ კონკურსებში მთავარი პრიზის ან ტიტულის მფლობელი ახალგაზრდების დაჯილდოებასაც. ამ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1500 ლარს შეადგენს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება