| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ვემშვიდობებით შემოდგომას“- აღნიშნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და წელიწადის ეს ულამაზესი დრო ლამაზი, ხალისიანი და ემოციებით სავსე ღონისძიებით გააცილეს. იყო სითბო, ღიმილი, ლამაზი სიტყვები, სიმღერები და შემოდგომის ფერებით გაჯერებული განწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მელეს საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით.
ღონისძიებაზე გამოიფინა საშემოდგომო ნობათი, წარმოდგენილი იყო ყველა სახის ხილი, ხელნაკეთი გოდრები, თიხის ჭურჭელი. სუფრა გაწყობილი იყო მრავალფეროვანი ორნამენტებით. სკოლაშივე მოდუღდა თათარა დასიმბოლურად სკოლის ყველა მოსწავლემ ამოავლო ჩურჩხელა.
ამ გასაოცარი სანახაობით ისიამოვნეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მაყურებლებმა.
„ერთად გავაცილეთ წელიწადის ეს ულამაზესი დრო და მადლობა გადავუხადეთ მას თავისი სიუხვისა და სილამაზისთვის.
გილოცავთ შემოდგომის გაცილებას და ზამთრის დადგომას ძვირფასი მოსწავლეებო.
დაე, ზამთარმა მოგვიტანოს ახალი იმედები, სიხარული და ბევრი ბედნიერი დღე! მშვიდობით, ოქროსფერო შემოდგომავ! მომავალ შეხვედრამდე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას