| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“, დიდი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას.
ამჯერად, IVა კლასში ხელოვნების პედაგოგის - ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „გაცოცხლებული ხელოვნება - ქანდაკებიდან ანიმაციამდე“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო: შეძენილი ცოდნის შეჯამება და ახალ რეალობაში გადატანა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს, მიზნის მისაღწევად მასწავლებელთან ერთად დეტალურად დაგეგმეს სამუშაო პროცესი, მოიძიეს და დაახარისხეს საჭირო ინფორმაცია, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო, ბოლოს კი, მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
სკოლაში გვიყვებიან, რომ პროექტი მიმდინარეობდა მოსწავლეთა სრული ჩართულობით.
თეორიული საკითხების: რა არის ქანდაკება?; როგორია ძველი და ახალი ქანდაკებები? - შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „ხელოვნება მეთისთან და დადასთან ერთად - მიქელანჯელო“, რომელმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს ქართული ხალხური ზღაპრის პოპულარიზაციის მიზნით შეერჩიათ ზღაპარი - „კომბლე“, გამოეძერწათ ზღაპრის პერსონაჟები, შეექმნათ თეატრის დეკორაცია და გაეცოცხლებინათ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.
კლასი დაიყო ჯგუფებად, მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა და მსჯელობა თუ როგორ შეექმნათ ტყის იმიტაცია პერსონაჟებთან ერთად, ბოლოს კი იყო კულმინაცია: მათ მიერ შექმნილი პერსონაჟებით და თეატრის დეკორაციით, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით შეძლეს საყვარელი გმირების გაცოცხლება და გახმოვანება. ასე გახდა შესაძლებელი ხელოვნების დარგების კავშირი ერთმანეთთან, ასევე კავშირი კომპიუტერულ ტექნიკასთან, რაც პროექტის ძირითადი მიზანი იყო.
პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის - ანიმაციის ჩვენება გაიმართა მოსწავლეების, მშობლების, სკოლის დირექციის და მასწავლებლების წინაშე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
ანიმაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტზე მუშაობის დროს მიღებული დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა, მშობლებმა და დამსწრე პედაგოგებმა მოსწავლეებს და ხელოვნების პედაგოგ ნანა გიორგაძეს მადლობა გადაუხადეს ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ