სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის პედაგოგმა სპარტაკ ცინდელიანმა, მოსწავლეებთან ერთად, სვანური უძველესი ტრადიცია აღადგინა
07-03-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მასწავლებლები როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეებმა ადათ-წესები არ დაივიწყონ და შესაბამის აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა - სპარტაკ ცინდელიანმა, რომელიც სოფელ კალის სულიერი მოძღვარია, მოსწავლეებთან ერთად, აღადგინა ისეთი ტრადიცია, როგორიც ბავშვების ლამპრობაა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მამა კვირიკემ მოსწავლეებს ასწავლა, თუ როგორ ამზადებენ არყის ხისგან ლამპარს, რომელიც ოჯახში სტუმრობის დროს ანთებული უნდა შეეტანათ. მასპინძელს უნდა დაეჭირა ბავშვი და სხვა ბავშვებთან ერთად, ტკბილეულობით გამასპინძლებიდა. ამ დროს, ბავშვები მღერიან სვანურ სიმღერებს, ოჯახის უფროსი კი მათ ლოცავს.

„სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა ადათ-ტრადიციებით. უძველეს გამორჩეულ ტრადიციებს ახალი თაობა განსაკუთერებით უფრთხილდება. ლამპრობა უძველესი ტრადიციაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვების ლამპრობა შედარებით დავიწყებას არის მიცემული.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგს, ასევე სულიერ მოძღვარს - მამა კვირიკეს, საინტერესო ტრადიციის აღდგენისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება