სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის ყოველთვის იქნება მაგალითი კეთილსინდისიერებისა“ - ნახუნაოს საჯარო სკოლა ყოფილ დირექტორსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს - დოდო სიგუას ემშვიდობება
07-03-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა ყოფილ დირექტორს და ღვაწლმოსილ პედაგოგს - დოდო სიგუას გლოვობს. ის სკოლას რამდენიმე ათეული წელი ღირსეულად ემსახურა. ყოფილმა დირექტორმა სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ საჭირო ცოდნა მისცა, ღირსეულ პიროვნებებად ჩამოაყალიბა და ცხოვრებისთვის მოამზადა.

ერუდირებული, უდიდესი ინტელექტისა და კულტურის მქონე ქალბატონი, თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი, საუკეთესო ადამიანი და კოლეგა - ამ სიტყვებით ახასიათებენ ყოფილ დირექტორს და მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

„წავიდა ჩვენგან სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და ღვაწლმოსილი პედაგოგი დოდო ბესარიონის ასული სიგუა.

ქალბატონი დოდო  რამდენიმე ათეული წელი ემსახურებოდა სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს. ის იყო ერუდირებული, უდიდესი ინტელექტისა და კულტურის მქონე ქალბატონი, თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტი, კარგი ადამიანი და კოლეგა. არასოდეს ამბობდა უარს თავისი მდიდარი გამოცდილება გაეზიარებინა კოლეგებისთვის. იყო საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი. არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც  ერთხელაც  კი ჰქონია ურთიერთობა და მისი  სიმპათია და სიყვარული არ დაემსახურებინოს!

მთელი კოლექტივი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო, იგი ყოველთვის იქნება ჩვენთვის როგორც მაგალითი კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის, სითბოსა და სიყვარულის.

მსუბუქი იყოს მის გულზე დაყრილი მიწა!  ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„ეტალონის“ გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახს.  

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება