სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

როგორ იცვლებოდა მონაწილეთა ქულები და დინამიკა „ეტალონის“ ფინალური შეჯიბრის დროს
28-06-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალის საპრიზო ადგილოსნების შედეგებთან ერთად უამრავ ადამიანს აინტერესებს მონაწილეთა რეიტინგი. ამიტომ გთავაზობთ კონკურსის ძირითად დინამიკას და მოკლე ანალიზს:

მე-5 კითხვაზე პირველი 9 ადგილი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ჩხოროწყუ - მარიამ სოსელია, ტყიბული - შალვა ცნობილაძე, ისანი - თამუნა სიმონიშვილი, ონი - თიკო გობეჯიშვილი, ცაგერი - ვახტანგ ჩაჩხიანი, კასპი - ბაჩანა ბალიაშვილი, ქუთაისი - ნინო სინატაშვილი, ქედა - მაკა გოგუაძე, ჩოხატაური - გივი მდინარაძე. 

მე-10 კითხვაზე პირველი 9 ადგილი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:   

ტყიბული - შალვა ცნობილაძე, ჩხოროწყუ - მარიამ სოსელია, ქედა - მაკა გოგუაძე, ჩუღურეთი - დეა ხარატიშვილი, სენაკი - რეზი ხურცია, ლანჩხუთი - სალომე ჩიკაშუა, ქალაქი ამბროლაური - ნანა კერესელიძე, ისანი - თამუნა სიმონიშვილი, ქუთაისი - ნინო სინატაშვილი.  

მე-15 კითხვაზე პირველი 9 ადგილი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 

ჩხოროწყუ - მარიამ სოსელია, ცაგერი - ვახტანგ ჩაჩხიანი, ზესტაფონი - ლუკა სამხარაძე, სენაკი - რეზი სურცია, სამგორი - ნათია ფანცულაია, თიანეთი - თამარ აბრამიშვილი, ქედა - მაკა გოგუაძე, ჩოხატაური - გივი მდინარაძე და სიღნაღი - სოფი ყარალაშვილი.  

მე-19 კითხვაზე კი ჩხოროწყუს წარმომადგენელი ლიდერობდა, დროის მხრივ  მას მოსდევდა შემდგომში უკვე გამარჯვებული ვახტანგ ჩაჩხიანი და სიღნაღის წარმომადგენელი სოფი ყარალაშვილი.   

მე-20 კითხვამ სიტუაცია საბოლოოდ შეცვალა:  

ჩხოროწყუს წარმომადგენელმა, მარიამ სოსელიამ სწორი პასუხი ვერ გასცა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ცაგერის, ვანის და სიღნაღის წარმომადგენლებს შორის კი გადამწყვეტი დრო აღმოჩნდა: პირველ სამ ადგილზე გასულს სამივეს 90 ქულა ჰქონდა დაგროვებული. ზესტაფონელი ლუკა სამხარაძე სულ 1 ქულით ჩამორჩა მათ და 89 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა.   

მე-20 კითხვის შემდეგ მე-6 ადგილიდან მე-15 ადგილის ჩათვლით ყველა მონაწილეს ჰქონდა 85 ქულა ჰქონდა დაგროვებული და განსხვავება მხოლოდ დროში იყო. შემდეგ ადგილებზეც განსხვავება მინიმალური, სულ რამდენიმე ქულა აღმოჩნდა. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მარნეულელი ელმარ ბაკიროვის შედეგი, რომელიც 85 ქულით და 81.86 წამით გავიდა მე-12 ადგილზე.   

განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის მე-14 კითხვა, რომელიც ეხებოდა მცენარეების სუნთქვას და მხოლოდ რამდენიმე მონაწილემ მოახერხა მასზე სწორი პასუხის გაცემა. სამაგიეროდ, საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა კითხვა ბატალური ჟანრის შესახებ, რომელსაც თითქმის ყველა მონაწილემ სწორი პასუხი გასცა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება