სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გთავაზობთ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალის მონაწილეთა შედეგებს
28-06-2017
-
+


''ეტალონის'' გრანდიოზული ღონისძიება-კონკურსი ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში სულ 83 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.   
 
აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს თანაბარი 90-90 ქულა ჰქონდა. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი დრო - სულ რამდენიმეწამიანი სხვაობა აღმოჩნდა. 

2016-2017 სასწავლო წლის ''ეტალონის'' ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგი ასე გამოიყურება. 

ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

''ბათუმის ეტალონ მოსწავლეს''
მიხეილ პაპუნიძეს ''ეტალონის'' მეგობარმა დავით დანელიამ 1000 ლარი გადასცა.     
 
მე-9 ადგილისთვის პრიზი დააწესა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.    
 
მე-8 ადგილისთვის პრიზი დააწესა თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა.   
   
მე-6 და მე-7 ადგილისთვის 1000 ლარიანი პრიზი დააწესა კომპანია ''კულამ''.  

მე-4 და მე-5 ადგილისთვის 1000 ლარიანი პრიზი დააწესა კომპანია ''ახალმა ნათებამ''.
       
მე-3 ადგილზე გასულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო კომპანია ''გზამ'' 4000 ლარი.      

მე-2 ადგილზე გასულს კომპანია ''ბათმშენი 2007-მა'' 6000 ლარი გადასცა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 800 ლარიანი ვაუჩერი.

პირველ ადგილზე გასულს, ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს'' კომპანია ''ანაგმა'' და კომპანია ''ორბმა'' 5000-5000 ლარი გადასცა, ხოლო განათლების სამინისტრომ კი 1000 ლარიანი ვაუჩერი. 

''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმის მერიისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

როგორ იცვლებოდა მონაწილეთა ქულები და დინამიკა „ეტალონის“ ფინალური შეჯიბრის დროს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება