სიახლეები
სიახლეები

კერძო ტრენინგ ცენტრებისთვის ბაზა იქმნება - „პედაგოგებისთვის ტრენინგები უაზრო და ქაოსური აღარ იქნება“
18-12-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კერძო ტრენინგ ცენტრების დეცენტრალიზაციას იწყებს.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბარაბაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ბაზარზე არსებული ქაოსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და მასწავლებლებისთვის შეთავაზებული ტრენინგების ხარისხის გასაკონტროლებლად, მასწავლებლის სახლი კერძო ტრენინგ ცენტრებისთვის ქმნის ბაზას, რომელიც 2019 წლის მარტისთვის ამოქმედდება.

როგორც ხათუნა ბარაბაძე აცხადებს, იმისთვის რომ პედაგოგებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და ხარისხიან ტრენინგებში მონაწილეობდნენ, აუცილებელია გაკონტროლებული იყოს ის თუ რა ტიპის და შინაარსის ტრენინგს სთავაზობს ესა თუ ის კერძო ტრენინგ ცენტრი მასწავლებლებს.

„კერძო ტრენინგ ცენტრები უნდა კონტროლდებოდეს. რეალურად, როცა მასწავლებლები კერძო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტრენინგზე რეგისტრირდებიან, მათ თავიდან არ იციან ტრენინგის შინაარსი და უჭირთ მისი საჭიროების განსაზღვრა. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უკვე აქვს დეცენტრალიზაციის პროგრამა, რომელიც 2019 წლის მარტისთვის ამოქმედდება. დებულება მზად არის და სამინისტროში შესათანხმებელია პროცედურული საკითხები. შესაბამისად, ვფიქრობთ, მარტის თვიდან ჩვენს საიტზე დაიწყება ამ პროვაიდერების რეგისტრაცია“, - აღნიშნა ბარაბაძემ.

მისი თქმით, მასწავლებელთა სახლის გვერდზე განთავსდება ყველა იმ კერძო ტრენინგ ცენტრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ტრენინგების მოდულებიც წარმატებით გაივლიან ექსპერტების შეფასებას. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ იქნება სავალდებულო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე დარჩებიან ისეთი კერძო ცენტრები, რომლის ტრენინგების სანდოობა და კვალიფიკაცია კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. თუმცა, ენდობა თუ არა მას მასწავლებელი, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება.

„მსურველი პროვაიდერი გააკეთებს განაცხადს, წარმოადგენს ტრენინგ მოდულს, რომელსაც შეაფასებენ ექსპერტები. მათი მოდულები გაივლის ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება ამა თუ იმ ტრენინგ მოდულის რეგისტრაცია. შედეგად, მასწავლებელი იქნება დაიმედებული და დარწმუნებული, რომ ესა თუ ის მოდული არის იმის შესაბამისი, რაც მათ უნდათ და ესაჭიროებათ.

სავარაუდოდ, რეესტრის სახით იქნება ერთად თავმოყრილი ყველა იმ პროვაიდერის მონაცემები, რომელთა ტრენინგ მოდულებიც ექსპერტიზას წარმატებით გაივლიან. აღნიშნულის შედეგად, კერძო პროვაიდერების მიერ შეთავაზებული ტრენინგ მოდულები ასეთი უაზრო და ქაოსური აღარ იქნება. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ბაზარზე დარჩებიან კერძო სტრუქტურებიც და მასწავლებელზე იქნება დამოკიდებული რაზე გააკეთებს არჩევანს“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სავალდებულო ტრენინგები უფასო იქნება, ხოლო კერძო პროვაიდერების მიერ შეთავაზებული ტრენინგები შესაძლოა ფასიანი იყოს მასწავლებლისთვის, ან მათზე სახელმწიფო გრანტი გავრცელდეს - აღნიშნული ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული არც ერთი სავალდებულო ტრენინგი, მასწავლებლისთვის ფასიანი არ იქნება. თუმცა, თუ პედაგოგი თავისი პროფესიული განვითარებისთვის საჭიროდ ჩათვლის, რომ ფასიანი ტრენინგი სჭირდება, ეს, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავაკონტროლოთ ბაზარი, რათა ყალბი და უხარისხო პროდუქცია არ შევთავაზოთ პედაგოგებს.

მას შემდგომ რაც ბაზა შეიქმნება, სავარაუდოდ, მასწავლებლის სახლი ამ მასშტაბით აღარ ჩაატარებს ტრენინგებს და მხოლოდ იმ სავალდებულო ტრენინგებით შემოიფარგლება, რომელზეც სახელმწიფო დაკვეთა იქნება. მაგალითად, როგორიც იყო უშუალოდ დამრიგებლებისთვის „უსაფრთხო გარემო და ბულინგის პრევენცია“. ასევე იმ პედაგოგებისთვის გამოცხადებული ტრენინგები, რომლებსაც სკოლაში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ უნდა ესწავლებინათ მოსწავლეებისთვის. ანუ ჩაატარებს ისეთი სახის ტრენინგებს, რომელიც სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სიახლეებს დაუკავშირდება, რათა ეს სიახლე მასწავლებლისთვის არ გახდეს „აქილევსის ქუსლი“. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს პროვაიდერებს არ მივცეთ ალტერნატიული საშუალება. შეიძლება, მათ ჰქონდეთ უკეთესი ტრენინგ მოდული და ვიღაცას იქ  უნდოდეს ამ ტრენინგის გავლა.

რაც შეეხება იმ კერძო პროვაიდერების მიერ დაგეგმილ ტრენინგებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ექსპერტიზას და ჩვენს ბაზაში აღმოჩნდებიან, იქნება თუ არა მათი ტრენინგები ფასიანი, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწვეტილება არ არის დაზუსტებული. ეს შეიძლება სახელმწიფო გრანტით განისაზღვროს ან ინდივიდუალური გადასახადი იყოს“, - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბარაბაძემ

ასევე იხილეთ: რამდენ საათიან ტრენინგს უნდა დაესწროს პედაგოგი კრედიტქულის მისაღებად?! - მასწავლებლის სახლის განმარტება

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა 23 დეკემბრის ჩათვლით აქვთ - ვინ უნდა შეავსოს განაცხადი და რა უნდა გაითვალისიწნოთ

როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები, განმავითარებელი შეფასებით სემესტრის ბოლოს - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის 

მოსწავლეთა მობილობა - როგორ უნდა მოიქცეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება