სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა დიდოსტატები სცენაზე და სპექტაკლად ქცეული შემაჯამებელი გაკვეთილი მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში
03-11-2025
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა საინტერესო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

შთამბეჭდავია, მე-3 კლასში ჩატარებული სპექტაკლად ქცეული შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე -  „სათაგური“ ვაჟა-ფშაველა“. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია აბურჯანია ხელმძღვანელობდა. 

„ვინ თქვა, რომ ქართული მოსაწყენია?!  ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ლიტერატურა შეიძლება იყოს ნამდვილი თეატრი! ისეთი ოსტატობით თამაშობდნენ, რომ კატა-მასწავლებელსაც კი შეეშინდებოდა! 

ვაჟა-ფშაველას უკვდავი სიტყვა გაცოცხლდა ჩვენი მოსწავლეების უნიკალური ინტერპრეტაციით! თითოეული პერსონაჟი - წამყვანები, ესტატე, ეფემია, ფიცხელა, ცელქა თუ სხვა თაგვები  - დაუვიწყარი იყო“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ბავშვებმა შეძლეს გადმოეცათ მოთხრობის მთავარი სათქმელი - მათი მონდომება, ენერგია და საოცარი შესრულება ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლა და შემოქმედება ერთმანეთს დაუკავშირდეს.

როგორც აღვნიშნეთ, პატარა დიდოსტატებმა თაგვების სამეფო შთამბეჭდავად გააცოცხლეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს. 

„გილოცავთ წარმატებულ დადგმას! თითოეული თქვენგანი - მართლაც ვარსკვლავია!  მე ვამაყობთ თქვენით! თქვენ საუკეთესოები ხართ!“,- დიდი სიყვარულით მიმართავს მასწავლებელი მე-3 კლასელებს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება