| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას, მოტივაციის, განწყობის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგები აქტიურად და დიდი მონდომებით ცდილობენ, მოსწავლეებს ისეთი შემოქმედებითად დატვირთული აქტივობები შესთავაზონ, რომლებშიც ენთუზიაზმით ჩაერთვებიან.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნას მთელი სასკოლო საზოგადოება შეუერთდა, მათ შორის იყვნენ I და II კლასების მოსწავლეები. მათ დედებს 3 მარტი ლექსებით, სიმღერებით, მისალოცი ბარათებითა და საჩუქრებით მიულოცეს.
ბავშვების წარმოთქმულ ლექსებში, სიმღერებში მკვეთრად იყო გამოხატული სითბო, სიყვარული, პატივისცემა და დაფასება საყვარელი დედების მიმართ. მოსწავლეებმა ამ დღეს, კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რა ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში დედებს და უანგარო სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით ასევე მიიწვიეს მშობლები, რომელთა მონაწილეობითაც საინტერესო, სახალისო აქტივობები გაიმართა. მათმა ასეთმა ჩართულობა ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე ძალიან ემოციური, დაუვიწყარი, სიყვარულით აღსავსე და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისა და მშობლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და განავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება მუდმივად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას