| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრები იმართება.
ამჯერად, კლუბმა „ტოლერანტმა“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა ლინდა მალალი ჰანთის წიგნი „თევზი ხეზე“. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები პერსონაჟების, მოვლენების, ავტორთა გამოყენებული ხერხების, ტექსტთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ.
მათ ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეს ძალადობასა და განსხვავებულობის მიმღებლობაზე.
„მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის, რომ ყველა ბავშვი უნიკალური და ნიჭიერია. არგუმენტად აინშტაინი მოიშველიეს: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“, - გვიყვებიან სკოლაში.
შეხვედრაზე მათ, ასევე ისაუბრეს თუ რა სასიცოცხლო როლი აკისრია მასწავლებლებს მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ