სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინც ხეს რგავს, ის მომავალს აშენებსო“ - დაბა ლაითურის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ 
13-11-2026
-
+


„ვინც ხეს რგავს, ის მომავალს აშენებსო“- აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში, სადაც მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.

10 ნოემბერი დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მხიარული და ემოციური დღე იყო, რადგან პროექტის - „ჩემი პირველი ნერგი“ - ფარგლებში პირველკლასელებმა „მწვანე თაობის“ მეგობრების დახმარებით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.

სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება პატარებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

მადლობა პროექტის ინიციატორებს, სკოლის დირექტორს ეკა ნინიძეს, „მწვანე თაობასა“ და მის ხელმძღვანელს დალი კილაძეს, ხვიჩა მახარაძეს, მზია გუმბერიძესა და ლია გაჩეჩილაძეს ,ადგილობრივ თვითმმართველობას (მაია კიკაბიძე, დიანა ბიბილეიშვილი) თანადგომისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება