სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებმა მათემატიკის ოლიმპიადაზე ასახელეს- დირექტორმა მადლობის წერილი მიიღო
06-03-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, წარმატებასაც აღწევენ.  

ამჯერად, მოსწავლეებმა სკოლა მათემატიკურ ოლიმპიადაზე ასახელეს. 

სკოლის სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ შემოქმედებითი გუნდისგან მადლობის წერილი მიიღო.

სკოლა წერილის შინაარსს გვიზიარებს. 

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს თქვენი სკოლის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს ჩვენს მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 16 000-მდე მოსწავლე.

მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ შემოქმედებითი გუნდის სახელით, მადლობას გიხდით პირადად თქვენ და თქვენი სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის.

ოლიმპიადაში მონაწილეობისას ბავშვებმა გამოამჟღავნეს მათემატიკის ცოდნის მაღალი დონე. მათ სხვადასხვა ტურში წარმატებით ამოხსნეს ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებლისა და ტელესკოლის მასწავლებლის - დაჩი ნანობაშვილის მიერ შედგენილი ათობით ამოცანა.

განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მოსწავლე: დაჩი გაგოშიძე (მე-2 კლასი, პედაგოგი ქალბატონი ეკა ლომინაძე), რომელიც სამტურიან ოლიმპიადაში ოქროს ათეულში მოხვდა.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა არჩევანი შეაჩერეს ჩვენს ოლიმპიადაზე.

ჩვენი გუნდი მზად არის უმასპინძლოს თქვენს მოსწავლეებს საგაზაფხულო სეზონზეც, რომელიც იგეგმება მარტში.

ოლიმპიადა „ევერესტი“ გისურვებთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა კიდევ მრავალჯერ ასახელონ სკოლა და პედაგოგები!“,- ნათქვამია მადლობის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება