სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაშვილობა - სიცოცხლის ლამპარი“ - შთამბეჭდავი პროექტი ღვანკითის საჯარო სკოლაში 
06-03-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში დედის დღე მეტად საინტერესოდ აღინიშნა. გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს პროექტი მიეძღვნა. 

მეხუთე კლასში განხორციელდა პროექტი თემაზე - „დედაშვილობა - სიცოცხლის ლამპარი“, რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. პროექტის ორგანიზატორმა - მადიმი დოლაკიძემ დედის დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში უმნიშვნელოვანესია ოჯახის ინსტიტუტის გამყარება და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს დედის დღის დაარსების, მისი მნიშვნელობის, ბავშვის ცხოვრებაში დედის როლის, დედაშვილური ურთიერთობისა და სიყვარულის შესახებ.

მხატვრულად წაკითხულ ლექსებსა და ჩანახატებს ენაცვლებოდა ულამაზესი სიმღერები, ცეკვები, გამონათქვამები დედაზე. მოსწავლეებმა სამსახიობო უნარებიც წარმოაჩინეს და გაითამაშეს როლები რეალური ცხოვრებიდან აღებულ ფაქტებზე დაყრდნობით.

ლიზი ჯანგიანის მიერ წაკითხულმა რევაზ ინანიშვილის „დედამ“ თვალზე ცრემლი აუკიაფა მსმენელს, თავად მოსწავლეებიც ემოციებს ვერ მალავდნენ, სიყვარულს გამოხატავდნენ დედების მიმართ და მადლობას უცხადებდნენ მათ უპირობო, უანგარო სიყვარულის, მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის.

მარი ყიფინმა დედას საჩუქრად გადასცა ფერწერული ტილო, რომელზეც მისი შესრულებული პორტრეტი იყო დედისა. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა ასევე დედებს გადასცეს თავიანთი ხელით მოხატულ-მოჩუქურთმებული წერილები, ბარათები - მისალოცი ტექსტებით და ყვავილების თაიგულები.

პროექტის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეთა მშობლები, პირველი მასწავლებელი, კლასში შემსვლელი პედაგოგები, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა ტყემალაძე და მამა ანდრია ყიფიანი, რომელმაც დალოცა მონაწილეები, მსმენელები და მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს.

პროექტში მონაწილეობდნენ - ნინი ცინაძე, ლიზი სარდანაძე, მარი სარდანაძე, მარიამ კუბლაშვილი, მარიამ ყიფიანი, ბარბარე ბრეგვაძე, აზა კუბლაშვილი, ნინო ცხოვრებაძე, ქრისტინე გავაშელაშვილი, ვაჟა ცხადაძე, გიორგი კაცაძე, რეზი ზარნაძე, ნიკოლოზ კოვზირიძე, გიგი ბუსკივაძე, ანდრია ლომსაძე, ლიზი ჯანგიანი, ნინო კუბლაშვილი.

კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ღვანკითის საჯარო სკოლის ისტორიაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

 ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ბოლო ზარის“ ღონისძიების შემდგომ მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ახალგაზრდებს თბილი სურვილებით დაემშვიდობნენ კლასის დამრიგებლები - კარინე გაბრიელიანი და ვალენტინა ელიაზიანი

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება