სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თხრობის თეატრი“ - შთამბეჭდავი წარმოდგენა კერძო სკოლა „ანაბასისში“
05-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ გარდა ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვისა დიდი დრო ეთმობა შემოქმედებით ინიციატივებს, რომელიც არა მარტო დიდი ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, არამედ მათ მნიშვნელოვან და საჭირო უნარებს უვითარებს. 

ამჯერად, მეორეკლასელებმა და კლასის ხელმძღვანელმა მარიამ ჭულუხაძემ მოსწავლეთა დედები და მასწავლებლები „თხრობის თეატრში“ მიიწვიეს. საინტერესო ინიციატივა დედის დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა „კამიშიბაი“ - იაპონური ქუჩის თეატრის ელემენტები სკოლის სააქტო დარბაზში გადმოიტანეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ თეატრალური წარმოდგენა სამ თემას მოიცავდა: გაზაფხული, წვიმის წვეთები და დედობრივი სიყვარულის ძალა. მოსწავლეებმა დავით ჯავახიშვილის მოთხრობა  - „წვიმის წვეთები“ , გოდერძი ჩოხელის - „რატომ ტიროდა დედაჩემი“ და „ენძელა“ წაიკითხეს, გაიაზრეს, შექმნეს ნახატები, რომელი ნახატებიც მაყურებლის წინაშე გამოიტანეს და მოთხრობებში აღწერილი ამბები ინტონაციებით, მხატვრულად წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები მაყურებლებს ნახატებით ესაუბრნენ წვიმის წვეთების თავგადასავალზე, გაზაფხულის მოსვლაზე, მზის სიყვარულზე, ენძელაზე, დათვის ბელების სკოლაში სტუმრობაზე, გულთეთრა დათვზე, დედაშვილობაზე, დედის ერთ ცრემლზე, რომელიც სამყაროზე უფრო მძიმეა და გათენებაზე უფრო ნათელი.

აღსანიშნავია, რომ თეატრალური წარმოდგენა დაამშვენა მუსიკალურმა ნომრებმა და სიურპრიზებმა, რომელიც მოსწავლეებმა თავიანთ დედიკოებს, მამების დახმარებით მიუძღვნეს. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ „თხრობის თეატრი“, მოსწავლეებს უვითარებს წიგნიერების უნარებს, ეხმარება ბავშვებს ტექსტის გააზრებაში, უყალიბებს მათ პოზოტიურ განწყობასა და დამოკიდებულებას წიგნების, ტექსტების მიმართ, ავითარებს შემოქმედებითობასა და კრეატიულობას.   

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება