| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის I და VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, (1-ელი კლასი - ხათუნი ქარქაშაძე, მე-6 კლასი - მადონა ჩუბინიძე) გაზაფხულის დადგომა და დედის დღე ღონისძიებით მიულოცეს სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„პატარები ერთმანეთის მონაცვლეობით, ცდილობდნენ, მეტი სითბო და სიყვარული გამოეხატათ ლამაზი ლექსებით და სიმღერებით დამსწრე საზოგადოების მიმართ“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვების დადებითმა ემოციებმა მთელი სასკოლო საზოგადოება და იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიცვა.
ეს დღე საინტერესო, დაუვიწყარი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას