სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის კლუბ „ბიოტექნოს“ წევრები საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ
06-03-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში აქტიური, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწალეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის კლუბ „ბიოტექნოს“ წევრები „ითვინინგ“ პლატფორმაზე განსახორციელებელ საერთაშორისო პროექტში - „მიეცით ხელი ჩვენს სამყაროს“ ჩაერთნენ. აღნიშნული პროექტის ავტორი თურქი პედაგოგი - სულე ჩელიკი. ხოლო თანაავტორი კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ხათუნი ასანიძეა.

გაიმართა ონლაინ შეხვედრა, სადაც პროექტის განხორციელების გზები დაიგეგმა და შესასრულებელი სახალისო აქტივობები გაიწერა. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა პრეზენტაცია ნიკო კეცხოველის შესახებ მოამზადეს და სასკოლოს სივრცეში წარადგინეს. მათ „ბუნების ქომაგ“ ადამიანზე მეტი შეიტყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შედგა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაც, სადაც თებერვლის თვის აქტივობები იყო წარმოდგენილი და  მომდევნო თვის აქტივობები დაიგეგმა.

„პროექტი ფართო მასშტაბით ხორციელდება სკოლებში და გასახარია, რომ საქართველოს 21 საჯარო სკოლაა ჩართული, რუმინელ და თურქ კოლეგებთან ერთად. ვისაუბრეთ გლობალურ პრობლემებზე - ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები, ტყისა და ბიომრავალფეროვნების შემცირება - იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალზე, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა ხომ თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. პროექტში ჩართულმა სკოლებმა მოამზადეს ჩვენი პრეზენტაციები საცხოვრებელი ადგილების შესახებ, სადაც აღვწერეთ ჩვენი მხარის ღირსშესანიშნავი ადგილები და ავტვირთეთ პროექტის შესაბამის გვერდებზე, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი თავი გაცნობის მიზნით და თქვეს, რა მოლოდინები აქვთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციები ბმულზე: 

პრეზენტაცია
პრეზენტაცია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება