| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში სამ და რვა მარტთან დაკავშირებით საინტერესო, ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც აღნიშნავენ, ღონისძიება ქართულ ენაზე ჩატარდა და მას ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები.
ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, რომლებიც დედებს და პედაგოგებს მიუძღვნეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღესასწაულებს.
„ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო, ქალბატონებო, გილოცავთ გაზაფხულს, დედის დღეს და 8 მარტს! გისურვებთ, ულევ ღიმილს და სიხარულს, საყვარელ საქმიანობასა და სასურველ გარემოს გისურვებთ დაცულობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას, დაე, თქვენი მომავალი იყოს ისეთი, როგორიც გსურთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომალასა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას