სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ხელნაკეთი „დედაენა“ შექმნეს
05-03-2024
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებსა და სახალისო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა. კლასში, როგორც გვიყვებიან, დიდი ფუსფუსი შეიმჩნეოდა. მათი მიზანი ხელნაკეთი „დედაენის“ შექმნა გახლდათ.

„ანბანის ასოების შესწავლის შემდეგ ჩვენი იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. პირველკლასელებმა საკუთარი „ფავორიტი“ ასო-ბგერები შეარჩიეს, გააფერადეს და გამოჭრეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასო-ბგერებს ასევე გაფერადებული ნახატები შეუსაბამეს და საკუთარი ხელით სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს წიგნის თითოეულ გვერდზე ლექსებისა თუ ანდაზების სახით.

ბავშვების ამ სახალისო აქტივობას, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მშობლებიც დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. გამზადებული მასალები აპლიკაციის სახით მათ ფურცლებზე გადაიტანეს. წიგნს ერთად შეურჩიეს თავფურცელიც.

ამ დღეს ბავშვები სკოლის მე-9 კლასელმა, ნინი ლომთაძემ საჩუქრით გაახარა. მან, პატარებს საჩუქრად გადასცა საკუთარი ნამუშევარი, რომელმაც მათ შექმნილ დედაენაში საპატიო ადგილი დაიკავა.

წიგნის ბოლო გვერდზე კი, ბავშვებმა საკუთარი ხელწერაც დატოვეს, როგორც წიგნის თანაავტორებმა.

ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

„უსაზღვრო იყო პირველკლასელების აღფრთოვანება, როცა წიგნმა საბოლოო სახე მიიღო. ეს დღე მათი ცხოვრების მნიშვნელოვან დღედ იქცა, სადაც დიდი ასოებით ჩაიწერა „დედა ენა“. მადლობა ჩემს მერცხლებს, ჩემს პატარა შემოქმედებს და მათ მშობლებს ამ ჩართულობისა და მონდომებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება