სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცნია ღმერთადა!“- სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა
04-03-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოეწყო.

ლიტერატურული კომპოზიცია - „ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცნია ღმერთადა!“, დედის დღეს მიეძღვნა. ის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ვარდო ხოზრევანიძესთან ერთად გამართეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დედებს ეს დღე მიულოცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა დედისადმი პატივისცემა და სიყვარული ლექსებით, ჩანახატებითა და პრეზენტაციებით გამოხატეს. ღონისძიებაზე გამოიკვეთა აზრი, რომ დედა სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა  და სიხარულის გამზიარებელი.

„ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია, ორივე სოცოცხლის საწყისია. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც ყველაფრისთვის მზად არის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია

წლევანდელ პირველ კლასში ოთხი მოსწავლე ჩაირიცხა - ბოლო წლების განმავლობაში ეს კალის საჯარო სკოლის ისტორიაში პირველად მოხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება