| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, კაცთმოყვარეობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებად ზრდიან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღესდღეობით, არიან ხანდაზმულები, რომლებსაც აკლიათ ოჯახური სითბო და მზრუნველობა საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით. მოსწავლეებში თანაგრძნობის, გვერდში დგომის, თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბების მიზნით, თამარიანის საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასის დამრიგებლებმა - ნინო გოგოლაძემ და იამზე ბრეგვაძემ განახორციელეს პროექტი - „ჩვენც მოვხუცდებით“.
მოსწავლეები ესტუმრნენ წნორის მოხუცთა პანსიონატს - „ხანდაზმულთა სავანეს“ და მოინახულეს მშობლებთან ერთად, იქ მცხოვრები ხანდაზმულები.
ბავშვებმა ისაუბრეს მათთან, სიყვარულით და სითბოთი სავსე ლექსებით, ცეკვით და სიმღერით მიულოცეს მათ 3 მარტი. მშობლებმა კი თავადვე გამოთქვეს სურვილი და მოხუცებულებს საჩუქრები გადასცეს.
ამავე სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის წევრებმა კი, ირმა ბოჟაძისა და ნინო სეთურის ხელმძღვანელობით, საკუთარი ხელით დამზადებული საპნების რეალიზაციის შედეგად გამომუშავებული თანხით შეძენლი საჩუქრებით დაასაჩუქრეს მასპინძლები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას