სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მოსწავლეებთან საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
04-03-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

სკოლას არაერთი წარმატებული, მოტივირებული კურსდამთავრებული ჰყავს. ერთ-ერთმა მათგანმა - მარინა ხჩოიანმა, პროექტის - „თსუ დესპანი“ ფარგლებში, მოსწავლეებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ისაუბრა. მან მოსწავლეებს იმ სასწავლებლის შესახებ, სადაც უმაღლეს განათლებას იღებს, ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეობის პერიოდში მარინა აქტიური, მიზანდასახული და წარმატებული მოსწავლე იყო, რომელიც სხადასხვა ღონისძიებასა და პროექტში მონაწილეობდა. ის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას ყოველთვის ცდილობდა. 

 მოსწავლეებთან შეხვედრამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ თსუ დესპანი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია. პროექტის მიზანია გააცნოს უნივერსიტეტი მომავალ აბიტურიენტებს და მათ მისცეს შესაძლებლობა იყონ ინფორმირებული, როგორ აირჩიონ მომავალი პროფესია და დაგეგმონ თავიანთი მომავალი. 

„სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტმა ასეთი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას ავალებს სხვადასხვა რეგიონის სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც თავიანთი საინტერესო პრეზენტაციით წარდგებიან მშობლიური სკოლის უფროსკლასელების წინაშე. 

დიდი მადლობა ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის, მარინას - გაწეული შრომისთვისა და მშობლიური სკოლის წარმოჩენისთვის. კიდევ მრავალ წარმატებას და ბედნიერ და ნათელ მომავალს ვუსურვებთ მას და თითოეულ ჩვენ მოსწავლეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება