სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგს მოსწავლეთა ბულინგსა და დამცირებაში ადანაშაულებენ - საკითხს დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის
14-02-2024
-
+


სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელიც გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრს ეკუთვნის. იგი მუსიკის მასწავლებელს მოსწავლეების ბულინგში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პედაგოგი ბავშვებს ამცირებს. ტექსტი საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ etaloni.ge მხოლოდ იმ მომაკვეთს შემოგთავაზებთ, სადაც კონკრეტულ პედაგოგზეა საუბარი:


„...არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ევროპული ღირებულებებით ასწავლიან ბავშვებს, ამყოფებენ მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს მასწავლებლები გაკვეთილს ამთავრებენ მათ ცვლიან მონსტრი, ყოვლად შეუსაბამო მასწავლებლის და ბავშვის აღმზრდელის სტატუსის მქონე მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს ამყოფებენ მუდმივი დამცირების ქვეშ, მუქარით რომ ისინი მიიღებენ დაბალ შეფასებას და სტრესავენ ბავშვებს ისე, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იცვლება და უარესდება სკოლაში ყოფნასთან ერთად.

დავასახელებ კონკრეტულ სკოლას და კონკრეტულ მასწავლებელს, რათა ყველამ იცოდეს, რომ ამ მასწავლებელს, ყველა ბავშვი, რომელსაც ასწავლიდა და ასწავლის, ჰყავს მუდმივ სტრესსა და დამცირებაში.

მისი მასწავლებლად ყოფნის მომხრე არ არის მშობლების და მოსწავლეების უმეტესობა, თუმცა რაღაცა გავლენის ქონის გამო სკოლიდან არ უშვებენ

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მუსიკის „მასწავლებელი“ მანანა ბედოშვილი.

მკაცრად მოვითხოვ გადაეხედოს მის კომპეტენციას, გამოიკითხოს ბავშვთა ფსიქოლოგის მეთვალყურეობით ყველა მისი მოსწავლე და მშობლები და დასრულებული იქნას მის მიერ ბავშვებზე განხორციელებული მუდმივი დამცირება“.

საკითხში უკეთ გასარკვევად, etaloni.ge გორის მე-12 სკოლის დირექტორს, ნოდარ იარღანაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმე გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს და დაიწყება მოკვლევა.

რაც შეეხება მუსიკის პედაგოგს, დირექტორი განმარტავს, რომ ამ პერიოდში იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სკოლაში საქმიანობას; კომიტეტის დასკვნის შემდეგ კი ყველაფერი გაირკვევა.

იგივე პოზიცია აქვს გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნანა ტერმაკოზაშვილსაც, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხს დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება