სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეები, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალთა სახლს ესტუმრნენ
13-02-2024
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ პედაგოგები მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. პედაგოგები მათ აქტიურად სთავაზობენ არაერთ საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით აქტივობებს, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში პედაგოგებმა მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს.

მათ შორის იყო მე-3, მე-4 და მე-5 კლასების „პროგრესელ“ მოსწავლეთა ვიზიტი საქართველოს მწერალთა სახლში. ისინი საბავშვო მწერალს - ვასილ გულეულს შეხვდნენ, რომელმაც მათთან ერთად წაიკითხა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთხრობა „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.

მოსწავლეებმა მწერალთან ერთად განიხილეს აღნიშნული მოთხრობა - იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. ეს დღე მათი სასკოლო ცხოვრებიდან კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება