სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება დებატების კონკურსში
13-02-2024
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი პროექტში - „დებატები უკეთესი მომავლისათვის“ წარმატებით მონაწილეობდნენ. პროექტის ფინალურ ტურში ჭიათურის N2 სკოლის გუნდმა - „მინევრამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილი „აკადემიამ“ მოიპოვა, მესამეზე კი „არგოს“ ხვდა წილად.

გუნდები სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი თანხით ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

„ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, დებატები მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარის განვითარების კარგი შესაძლებლობაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

გუნდები სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი თანხით ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

გამარჯვებულ გუნდს თასი ჭიათურის მერმა- გივი მოდებაძემ გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ეგიდით“ და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამით განხორციელდა, რომლის მიზანი, როგორც გვიყვებიან, ახალგაზრდებში დებატების კულტურის ამაღლება და ანალიტიკური აზროვნების განვითარება იყო. 

პროექტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა. მასში 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის მხარდამჭერები არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, მულტიფუნქციური ცენტრი და კულტურის ცენტრი.

„დებატები უკეთესი განათლებისათვის“ - ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა 11 თებარვალს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ უჭერენ მხარს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება